მთაწმინდის პარკის შესახებ
“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
მთაწმინდის პარკი 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები,სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.
პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნეობას.
მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
განახლებული მთაწმინდის პარკი მრავალი ატრაქციონით დამშვენდა:“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;ტირი.აშენებენ:“ბანჯი ბატუტი” – ფუნიკულიორის შენობის გვერდით;ექსტრემალური ზონის ატრაქციონები:“სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან);“X ველოსიპეტი”;“მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან);“რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას.გიგანტური სასრიალო;გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი);ამერიკული მთები.პარკში შესვლა უფასოა. შესავლელში სალაროა, სადაც 1 ლარად შეიძენ მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკურ ბარათს, რომელზეც დარიცხავ ნებისმიერ თანხას და შემდეგ მხოლოდ პლასტიკურით იხდი. გაატარებთ ბარათს სასურველი ატრაქციონის გამშვებ პუნქტში და ღირებულება ჩამოგეჭრებათ დეპოზიტიდან…ყველა ატრაქციონზე სხვადასხვა ფასია: წყლის ატრაქციონი 4,90 ლარი ღირს, ტრამვაი – 50 თეთრი, ბზრიალა ხე – 3 ლარი; მანქანები დიდებისთვის – 2 ლარიმთაწმინდის პარკამდე ავტობუსები დადიან მეტრო რუსთაველიდან N 124, N 90 რკინიგზის სადგურიდან, ლეონიძის ქუჩიდან (ეროვნულ ბანკთან დგება, თავისუფლების მოედანზე ქორთიარდ მარიოტის გვერდითა ქუჩის მხარეს). მგზავრობა 0.40 თეთრი ღირს.ატრაქციონები მუშაობს 19.00 საათამდე, პარკი 21.00 საათამდე
No comments:
Post a Comment